ფრანგული ლიგა 1-ს ის კლუბმა, “მონაკომ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ესპანელი რობერტო მორენოს ნაცვლად, გუნდს ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს.
მორენო, გასული წლის დეკემბერში ლეონარდო ჟარდიმის შემცვლელად დაინიშნა, თუმცა არასახარბიელო შედეგების გამო ხელმძღვანელობამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. მიუხედავად სოლიდური ფინანსური დანახარჯებისა, მონაკოელები გათამაშების ლიდერს 28 ქულით ჩამორჩნენ და სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩმა “ბაიერნთან” ერთად 2018-19 წლებში ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, თუმცა გასული წლის ნოემბერში, “აინტრახტთან” 5-1 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.